2012/02/21

როგორ ამოვიცნოთ მამაკაცი... 

იმისათვის, რომ უკეთ გაიცნოთ მამაკაცი, არ არის აუცილებელი მასთან შეხვედრებში ექვსი თვე გაატაროთ. შესაძლოა, იგი თქვენი „ზღაპრის" გმირი სულაც არ არის და ამის აღმოჩენამდე ამდენი დრო ფუჭად დაკარგოთ. არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომელიც დაგეხმარებათ, ყველა მამაკაცი ამოიკითხოთ ისე, როგორც ნაცნობი წიგნი. ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მამაკაცები დაუფიქრებლად ჩადიან და ამ ქმედებებით არ ცდილობენ თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას, შესწევს ძალა მოგიყვეს თქვენ მამაკაცის ხასიათსა და თვისებებზე. ეს კი დაგეხმარებათ გამოარკვიოთ, ეს მამაკაცი არის თუ არა ის „ზღაპრული გმირი" რომელსაც დაეძებთ.

1. ყურადღებით დააკვირდით იმას, თუ რას შეუკვეთავს იგი რესტორანსა და კაფეში. თუ თქვენ შეგხვდათ კარტოფილისა და ხორცის მოყვარული, მაშინ ეს მამაკაცი თანმიმდევრული და საიმედოა, მაგრამ მისგან თქვენ ვერასდროს მიიღებთ განუზომელ გაბედულებას. თუ მამაკაცს ეგზოტიკური სამზარეულო უყვარს, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეხვდით ადამიანს, რომელსაც საშინლად არ მოსწონს მოსაწყენი, რუტინული სიტუაციები. მათ სპონტანურობა და მხიარულება იზიდავთ. 
2. ყურადღებით შეათვალიერეთ იგი - არის აკურატული თუ ზერელე. თუ მამაკაცს მუდამ მოწესრიგებულად აცვია, ჰალსტუხი მჭიდროდ აქვს შეკრული, შარვალზე ქამარი უკეთია და პერანგი შარვალში აქვს ჩატანებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი მეტად აკურატულია და მისთვის სისუფთავე და წესრიგი პირველ ადგილას დგას. თუ მიგიზიდავთ ასეთი ტიპის საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, მაშინ მზად იყავით, რომ იგი ასეთ სიტუაციებს თქვენგანაც გამუდმებით მოითხოვს. მაგრამ თუ მამაკაცი რამდენიმე შეხვედრაზე ერთსა და იმავე ტანისამოსში იქნება გამოწყობილი, შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ მას სისუფთავე დიდად არ აღელვებს და საკმაოდ ზარმაციც არის. 
3. თუ თქვენი რჩეული მემარცხენეა, მაშინ თქვენ ხასიათის თავისებურებას ხვდებით. იგი, შესაძლოა, მეტად კრეატიული ადამიანი იყოს. 
4. როგორ ქვედა საცვალს ანიჭებს უპირატესობას? თუ მამაკაცი მეტად მჭიდრო ქვედასაცვალს ატარებს, მაშინ იგი ძალიან ამაყობს საკუთარი „ღირსებით". მამაკაცები, რომელებიც უპირატესობას ფართოფარფლიან საცვლებს ანიჭებენ, შესაძლოა, იმდენად ეფექტურები არ იყვნენ ინტიმური ურთიერთობისას, მაგრამ ისინი ყოველთვის გაითვალისწინებენ თქვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს. შესაძლოა, შეგხვდეთ ისეთი მამაკაცი, რომელსაც საერთოდ არ უყვარს ქვედა საცვალის ტარება, ასეთი სტილის მამკაცები კი უპირატესობას თავისუფლებას ანიჭებენ. 
5. თმებზე მამაკაცები ისევე ღელავენ, როგორც ქალბატონები და რაც უფრო გრძელი თმა აქვს მამაკაცს, მით უფრო თვითდაჯერებულია იგი. 
6. სტატუსი ოჯახში. თუ იგი დედმამიშვილებს შორის უფროსია, მაშინ ასეთი ადამიანი, როგორც წესი, მეტად ყურადღებიანი და პასუხისმგებლობით აღსავსეა. თუ იგი ყველაზე უმცროსია, მაშინ მეტად ამრევი და სახასიათო შინაგანი სამყაროს მფლობელია. ხოლო თუ შუათანა ძმაა, მაშინ აუცილებლად დაუთმეთ მას საშუალოზე მეტი ყურადღება. 
7. როგორ ურთიერთობს თქვენთან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. თუ ასეთ სიტუაციებში მამაკაცი თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გითმობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას, შესაძლოა, ეშინოდეს თქვენი ყურადღების დაკარგვისა. თუ მამაკაცი ხელს არ გკიდებთ, მაშინ იგი არ არის დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში თქვენთან მიმართებაში. გახსოვდეთ, რომ შეხება, ეს არის მტკიცე დასტური ახლო ურთიერთობებისა. 
8. თვალი თვალში. კარგად დააკვირდით, თუ რამდენად ხშირად გიყურებთ იგი თვალებში. მამაკაცი, რომელიც იშვიათად შემოგხედავთ თვალებში, არ არის გულწრფელი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მუდამ თვალებში გიყურებთ, ჩათვალეთ, რომ მას თქვენი დაბნევა სურს, ან შესაძლოა, ისიც დაკვირვებებს აწარმოებს და თქვენი ხასიათის ამოცნობას ცდილობს. პირველ ეტაპზე კი, მამაკაცს ამის საშუალება არ მისცეთ. თქვენ მისთვის გარკვეული ხნის მანძილზე იდუმალი უნდა დარჩეთ. 
9. საუბრის მანერა. თუ მამაკაცი შეუსვენებლად საუბრობს, მაშინ თქვენ ხვდებით ენერგიულ ადამიანს, რომელიც ღრმად არის ჩაფლული საკუთარ თავში. თუ ძლიერი სქესის წარმომადგენელი ნელა საუბრობს, მაშინ ეს მისი ცხოვრების ფილოსოფიაზე მეტყველებს - ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. ასეთი ტიპის მამაკაცი, სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს. 
10. დრო ყველაფერს გაჩვენებთ. თუ ზემოთ მოყვანილი ცხრა წესი არ დაგეხმარათ მამაკაცის უცაბედად ამოცნობაში, მაშინ დრო ნამდვილად გაჩვენებთ ყველაფერს. ყურადღებით დააკვირდით თქვენს რჩეულს და გაარკვიეთ, სიმართლეს გესაუბრებათ თუ არა.

No comments:

Post a Comment