2012/02/18


ბუნების საოცრებები..

ჩრდილოეთის ციალი

ცისარტყელა და მზის ჩასვლა ყველას უნახავს, მაგრამ ცოტა ვინმე თუ შესწრებია განსაცვიფრებელ ნათებას, რომელიც ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსების მახლობლად ჩნდება.
კაშკაშა ფერების ელვარება გამოწვეულია გამოსხივებით, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც მზის სხივებს მაგნიტური პოლუსები იზიდავს.
 ატმოსფეროს დაბინძურების გამო უკანასკნელ წლებში ჩრდილოეთის ციალის ნახვა დღეს მხოლოდ დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთში შეიძლება.



ნიაგარის ჩანჩქერი

გოუთის კუნძულები წყლის დინებას კანადურ და უფრო მცირე ამერიკულ ჩანჩქერებად ჰყოფს. ეს ჩანჩქერები ტურისტებსა და თაგადასვლების მოყვარულებს იზიდავს. პირველად ჩანჩქერები 1859 წელს გადაკვეთა თოკზე მოსიარულე ჩარლზ ბლონდენმა, მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანი სპეციალური კონტეინერებით მიჰყვა ჩანჩქერების დინებას.
კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან მდებარე ამ საოცარი ჩანჩქერის სახელი ადგილობრივ მკვიდრთა ენაზე "მგრგვინავ წყალს" ნიშნავს.ამ ადგილას მდინარე ნიაგარა წუთში იმდენ წყალს ატარებს, რომ 150 ოილიმპიური საცურაო აუზის ავსება შეიძლებოდა. 


ევერესტის მთა



მსოფლიოს უმაღლესი მთა, ევერსტი ნეპალისა და ტიბეტის გამყოფ ჰიმალაის ქედზე მდებარეობს. დაახლოებით 70 მილიონი წლის წინათ ის ზღვით იყო დაფარული, მაგრამ დედამიწის ზედაპირის შემადგენელი პლატფორმები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც გაჩნდა მთების ჯგუფი, რომელიც დღესაც იზრდება. 

უკანასკნელი "ოფიციალური" მონაცემების თანახმად, ევერესტის სიმაღლე 8850 მეტრია. პირველად მწვერვალზე ასვლა მხოლოდ 1953 წელს შეძლეს ედმუნდ ჰილარიმ და მისმა მეგზურმა თენსინგ ნორგეიმ.

No comments:

Post a Comment