2012/02/17

რა არის სიყვარული 

ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია.. 
იცით რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს.. ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს.. 
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს.. 
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ, ჩვენი ცხოვრების მანძილზე დრო აღარ გვრჩება იმისთვის რომ ხელახლა შეგვიყვარდეს... 
ზოგი იტყვის სიყვარული ვნებააო.. მაგრამ ცდებით.. სიყვარული ვნებაც არის.. მაგრამ ვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარული.. ნამდვილი სიყვარული წმინდაა, ხელუხლებელი.. ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება.. თანაც უკვალოდ... 
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ჩაუქრობელი..
სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან იგი ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს.. 
ეს გრძნობა პატარა გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს...
აი ეს არის ,,ნამდვილი სიყვარული''...!!!
ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე,
შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას,
და სინანულით თავს დაბლა დახრი,
ხმას ვეღარ გაგცემ და ისე გეტყვი,
რომ გაპატიებ მე დღეს ყველაფერს,
შენ ძლიერ აქვითინდები
რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს,
ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
და რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები
გაიბუტები და როცა წახვალ,
ჩუმად საფლავში მეც ავტირდები....

თუ სიყვარული ტკივილია,ტკივილი რაა?
იქნებ რაიმე ვერ უთქმელი გულში ჩაკლული...
თუ სიყვარული ცრემლი არის.მაშ ცრემლი რაა?
იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული...
თუ სიყვარული ჩემში ცოცოხლობს ვინა ვარ თვითონ?
ალბათ მიხვდებით,სიყვარულზე შეყვარებული...
თუ სიყვარული არ არსებობს სიცოცხლე რაა?
არარაობა,სიძულვილით დამშვენებული.

♥♥♥

No comments:

Post a Comment