2012/02/17


14 თებერვალი ვალენტინობის დღე... ზოგიერთ წყვილს ახარებს ეს დღე,მაგრამ ჩემში მხოლოდ სევდიან მოგონებებს აღვიძებს...


 ზუსტად ამ დღეს მიგაბარე მიწას....
საწოლის გვერდზე,კომოდზე ახლაც მიდევს შენი სურათი სადაც ერთად ვართ და შენ იღიმი...
 მენატრება ის დრო როდესაც შემეძლო გულში ჩამეკარი და მხურვალედ მეკოცნა შენთვის.. ახლა კი იძულებული ვარ მხოლოდ შენი სურათის ყურებით დავკმაყოფილდე....
  შენს საფლავთან მოვდივარ და მხურვალე ცრემლებით ვტირი..
 ვფიქრობ ოდესმე კიდევ გადაიკვეთება ჩვენი გზები? ამ ფიქრებში შენს საფლავთან ჩავთვლიმე..
სიზმარშიც შენ გხედავ.. მეცხადები როგორც ანგელოზი:თეთრ კაბაში,წითლად შეფაკლული ლოყებით,შენი თვალები კი... შენი მწვანე უძირო თვალები ზღაპრულად ბრწყინავს...
 ხელებს ვშლი,მინდა ჩაგეხუტო და გაკოცო მაგრამ უცბად ვიღაცის სიტყვები მაფხიზლებს...
აი გამოჩნდა ეს თავხედი და ცინიკოსი მესაფლავეც...
როგორც ყოველთვის ცინიკურად მეკითხება : ჰა ნახე შენი სატრფო? რაო რა გითხრა? .
 თან სახეზე სატანისებური ღიმილი დასთამაშებს....
თქვენ ნამდვილი სატანა ხართ.. სატანა და მეტი არაფერი...
 მაგრამ მესაფლავის გარდა სხვა საზრუნავიც მაქვს......
გარშემო უკვე ძალიან დაბნელდა და არც კი ვიცი სახლში როგორ დავბრუნდები...
 ნუ გეშინია ჩემო კარგო მე გზას შენი ხსოვნა და სიყვარული გამინათებს.....

No comments:

Post a Comment