ცოტა რამ ქალებზე
ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა.
Qალი – ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისევე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც მიწა ცის თაღისაგან.
ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა....ქალს არაფრისაგან შეუძლია ბევრი რამ შექმნას. მაინც რა შეუძლია მას?აი, ისინიც:
ქალს შეუძლია არაფრისგან ბევრი რამ შექმნას, მაგრამ ყველაზე კარგად სცენების გამართვა გამოსდის.
ქალს სრულიად არაფრისაგან შეუძლია შექმნას ტრაგედია და სკანდალი!
ქალს არაფრისაგან დღესასწაულის შექმნაც შეუძლია!
ქალს შეუძლია წყაროზე ჩაგიყვანოს და წყალი არ დაგალევინოს!
ქალის გარეშე "მზე არ სუფევს (არ თრთის, არ კაშკაშებს, არ მოძრაობს, არ... არ... არ...) ცის კამარაზე!"
არაფრისაგან ყველაფერს ქმნიან: სიყვარულს, ოცნებას, ბედნიერებას, იმედს, რწმენას...
ქალს შეუძლია არაფრისაგან შექმნას სალათი და ”ტყუილი” სუფი.
ქალს შეუძლია დედამიწამ მის გარშემო იბრუნოს!
ქალს შეუძლია ჩვეულებრივი მამაკაცი გმირად აქციოს, გმირი კი მიწაზე დაანარცხოს!
ქალს შეუძლია ცივ ქვაზე დაგასახლოს, და ასევე წარმატებით ცივ ქვაზე დაგსვას.
ქალს შეუძლია არაფრისგან ყველაფერი შექმნას და ყველაფერი არარაობად აქციოს.
ქალი ბუღალტერივითაა, მას შეუძლია კაცი ააშენოს, ან დააქციოს!
ქალმა თუ ნამდვილ ქალად იგრძნო თავი, სასწაულების მოხდენა შეუძლია!
ქალს შეუძლია ჩაგეხუტოს და იმუნიტეტი გაგიძლიეროს.
ქალს ასევე წარმატებით შეუძლია იმუნიტეტი დააკარგვინოს მამაკაცს გარკვეულ სიტუაციაში.
ქალს შეუძლია ნებისმიერი მამაკაცი აცდუნოს!
ქალს რა არ შეუძლია?!
ქალს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ მამაკაცზეა დამოკიდებული თავის უნარებს სასიკეთოდ დახარჯავს თუ საბოროტოდ!
შენ სუსტი სქესი ეძახე და...
ქალს შეუძლია მთვარეზე გაგაფრინოს.
მამაკაცზეა დამოკიდებული რას შეძლებს ქალი.
ქალს შეუძლია გული საბოლოოდ აგიჩუყოს.
ქალს შეუძლია სიამით, სინაზით და სიყვარულით აგავსოს.
ქალს ყველაფერი შეუძლია თუ გვერდით ღირსეული მამაკაცი ჰყავს.
ქალს შეუძლია თავი არასოდეს დაგავიწყოს.
ქალს შეუძლია არაფრისაგან ისტორია შექმნას.
ქალს შეუძლია "აგაგდოს".
ქალს შეუძლია კამათი თვალსა და ხელს შუა ლხინად გადააქციოს და პირიქით, ლხინი - დაუსრულებელ კამათად.
ქალს შეუძლია თავისი სისუსტით ყველაზე ძლიერ ვაჟკაცსაც კი აჯობოს.
ქალს შეუძლია ჯერ ააღელვოს მამაკაცი, მერე კი დაამშვიდოს.
ქალს შეუძლია მთელი ცხოვრება ოცნებებში გაგატარებინოს.
ფაქტია, ქალს შეუძლია არაფრისაგან მაგარი თემა ააგოროს.
რa დროს ხარჯავენ ქალები სახლიდან გასვლამდე
ეს კითხვა რატომღაც მუდმივად აწუხებთ მამაკაცებს. - რას აკეთებ ამდენ ხანს, - რით ვეღარ მოემზადე... მსგავსი ფრაზები ალბათ არცერთი ქალისთვის არაა უცხო. არ გეგონოთ ეს პრობლემა მარტო თქვენ გაქვთ:გამოკითხვების თანახმად, ქალების უმრავლესობა აუცილებელ პროცედურებში 45 წუთს ხარჯავს. თუ ქალს სამსახურში წასვლამდე ერთი საათი სჭირდება თავის მოსაწესრიგებლად, მამაკაცები ამას 15-30 წუთში ახერხებენ.
გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ ჰიგიენისა და თავის მოვლის პროცედურების გარდა, სამსახურში წასვლამდე ქალების 20% მუსიკას უსმენს, 31% ტელევიზორს უყურებს, 11% ბავშვის მოვლას ანდომებს, 3% ტელეფონზე საუბრობს, ქალების 10% ყვავილების მორწყვასაც ასწრებს, 19% კი სხვადასხვა საქმითაა დაკავებული.
ვინ უფრო ხშირად იხედება სარკეში: ქალი თუ მამაკაცი?
ამის გასარკვევად შვეიცარიელმა ფსიქოლოგებმა შემდეგი ექსპერიმენტი ჩაატარეს:
ერთ სუპერმარკეტში უზარმაზარი სარკე და ერთი ვიდეოკამერა დააყენეს. დაკვირვება ერთი კვირის განმავლობაში მიდიოდა, მიღებული შედეგი სენსაციური აღმოჩნდა!
ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ მამაკაცთა რაოდენობამ, რომლებიც თავიანთ გამოსახულებას სარკეში ათვალიერებდნენ, სუსტი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობას 4,5 ჯერ გადაააჭარბა. ამასთანავე აღსანიშნავია რომ მამაკაცთა უმრავლესობა ა სარკესთან საკმაოდ დიდხანს ჩერდებოდა. ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც ახალი ქუდი შეიძინა საკუთარ გამოსახულებას სარკეში აკოცა კიდეც.
უფრთხილდით ქალებს =D
და ბოლოს––
მიმოვიხილოთ ქალების მავნე ჩვევები: მავნე ჩვევებში მხოლოდ თამბაქო,ალკოჰოლო და არაჯანსაღი საკვები არ იგულისხმება.ქალის გარეგნობაზე უარყოფითად მოქმედებს,აგრეტვე,კანის გარუჯვა.ერთნაირად მავნებელია მზის აბაზანები პლაჟზეც და სოლარიუმშიც.მავნე ჩვევაა ისიც,რომ ქალბატონთა უმრავლესობა თვის მოვლაზე დღეში 10 წუთზე მეტ დროს არ ხარჯავს.ეს კი ძალიან ცოტაა,თუ სილამაზისა და ახალგაზრდობის გაახანგრძლივება გსურთ.
პროექტთა ავტორთა დასკვნებს ამას წინათ გამოქვეყნებული რეიტინგიც ამტკიცებს.რეიტინგში წარმოდგენილია ცნობილი ადამიანები,რომლებიც რეალურ ასაკთან შედარებით ახალგაზრდად ან ასაკოვნად გამოიყურებიან.გამოკითხვის შედეგად,ყველაზე ცუდად 27 წლის ემი უაინჰაუსი გამოიყურება.ყველაზე უკეთ კი-41წლის ჯენიფერ ენისტონი.
სპეციალისტებმა გამოითვალეს,რომ ყოველი მეხუთე ქალბატონი დამატენიანებელ კრემს არ იყენებს,40% მზის დამცავ საშუალებებეს არც კი ყიდულობს.25% კვირაში 2-3-ჯერ ფასტ-ფუდით იკვებება.
საშუალოდ ქალი წელიწადში 448პორცია ალკოჰოლს სვამს და 894 ცალ სიგარეტს ეწევა.
No comments:
Post a Comment