2012/02/16


რწმენა


 ავტობუსი უკვე სადგურს ტოვებდა და ყველა მგზავრი თავის ადგილზე იჯდა, რომელთა შორის ერთი შუახნის კაცი იჯდა თავის 25 წლის ვაჟთან ერთად. როგორც კი ავტობუსი დაიძრა ბიჭს აღტაცებული ოვაციები აღმოხდა და სიახარულისგან ლამის ხტუნვა დაიწყო. ბიჭი სარკმელთან იჯდა და გარეთ იხედებოდა. უეცრად მან გარეთ გაყო ხელი და ნიავი შეიგრძნო, შემდეგ კი ხმამაღლა იყვირა: 

- მამა ხედავ? ხეები უკან რჩებიან, ერთმანეთს ენაცვლებიან. რა ლამაზია ეს ყველაფერი !

ხნიერ კაცს სიამოვნების ღიმილი მოეფინა სახეზე. მამა-შვილის უკან ახალგაზრდა ბიჭები ისხდნენ. რომლებიც გაკვირვებით აკვირდებოდნენ თავიანთი ტოლი ბიჭის ქცევასა და  საუბარს. მათ ცოტა არ იყოს უცნაურად ეჩვენებოდათ, რომ 25 ბიჭი პატარა ბავშვივით იქცეოდა. მოულოდნელად ბიჭმა კვლავ დაიყვირა: 

- მამა ხედავ რა ლამაზი ცაა, ოდნავ ღრუბლიანი, მაგრამ მაინც ლამაზი...

ცოტა წამოწვიმა და ბიჭს რამოდენიმე ცრემლი დაეცა ხელზე. ბიჭმა თვალები დახუჭა, შემდეგ კი ისევ გაახილა და წვიმის წვეთებს დააშტერდა.

- მამა ხედავ ? წვიმს და წვიმის წვეთები ხელზე მეცემიან - შესძახა ბიჭმა და სიახრულის ცრემლები გადმოსცვივდა.

ბიჭებმა ვეღარ მოითმინეს და ერთმა მათგანმა  ბიჭის მამას უთხრა: აშკარადჩანს რომ თქვენს ბიწს პრობლემები აქვს! გირჩევდით, რომ ექიმთან მიგეყვანათ, თუ რასაკვირველი რომ აქამდე არ მიგიყვანიათ. 

ხნიერ კაცს გაეღიმა და უპასუხა: დიახ მ იგი უკვე მყავდა ექიმთან. უფრო მეტიც ახლა საავადმყოფოდან მოვდივართ. ჩემი შვილი უსინათლო იყო და იგი დღეს პირველად ხედავს სამყაროს თავისი თვალებით.

No comments:

Post a Comment