2012/02/16



ვირტუალური სიყვარული

თქვენ გაიცანით ერთმანეთი ინტერნეტში? ერთად კარგათ გრძნობთ თავს? თქვენ ცდილობთ წარმოიდგინოთ მისი გაღიმება? თქვენი გული იწყებს სხვა რითმით ცემას როცა ხედავთ საყვარელი ადამიანის სახელს ეკრანზე? გილოცავთ ეს ვირტუალური სიყვარულია!!! ვირტუალური სიყვარულის განცდები წააგავს რეალური სიყვარულის განცდებს. იგივე სინაზე, წუხილი,ეჭვიანობა,კამათი და შერიგებები. ხანდახან ვირტუალური განცდები უფრო მიმზიდველია ვიდრე რეალური.
თუ შენ შეგიძლია დალაგებულად და საინტერესოდ გადმოსცე შენი აზრი, შენ უკვე ხდები სასურველი მოსაუბრე ვირტუალურ სივრცეში! და სავარაუდოა რომ არსებობს კომპიუტერული პრინცესა, რომელიც ელოდება, თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, და ეს პრინცი სწორედ შენ ხარ! და აი ამის შემდეგ იწყება მიწერ-მოწერა ასეთი ფრაზებით: ჩემო მზეო!! მე შენ დიდხანს გეძებდი!! საყვარელო ძალიან მენატრები!! მინდა ჩემთან იყო!
ინტერნეტი გვიტოვებს განცდას რეალობასთან ახლოს! ამიტომაც ექსპერტები გვირჩევენ არ გავერთოთ ელექტრონული რომანებით, არ გავცვალოთ ერთმანეტის ფოთოები, და ნუ ავჩქარდებით ვითომდა სიყვარულში!! ვირტუალური რომანები ძალზედ სწრაფია, თითქმის მუხრუჭების გარეშე!! ამასთანავე ჩვენ გვიყვარს ისეთი წარმოვიდგინოთ მოსაუბრე როგორიც ჩვენ გვინდა, მივანიჭოთ ის ღირსებები რომელიც ჩვენ გვინდა გვქონდეს, და სინამდვილეში მას არც კი უფიქრია რომ ყოფილიყოს ისეთი როგორიც ჩვენ გვინდა!და აი უკვე ერთი თვის შემდეგ როცა დადგება დღე თქვენი შეხვედრისა, შენს წინაშე წარსდეგბა არა ის გოგო რომელიც შენ შექმენი შენს გონებაში, არამედ ერთი არც ისე ლამაზი და წუნკალი გოგო!!
საშინელი იმედგაცრუებაა!! ვინ არის დამნაშავე?მხოლოდ ჩვენი წარმოსახვა! ამიტომაც თქვენ ერთი რჩევა!!! ეგრევე შეხვდით!!! :D

No comments:

Post a Comment