2012/02/17


დადგა ის დღე,რომელსაც მოუთმენლად ელოდი...

 დილით ადრე ვდგები,თავს ვიწესრიგებ და პიჯაკს ვიცვამ...
გარეთ საკმაოდ ცივა,მაგრამ ვერაფერს ვერ ვგრძნობ,ტაქსის ვაჩერებ და მექანიკურად ვეუბნები მისამართს.....
 შენს დავიწყებას ვცდილობ,მაგრამ ძალიან მიჭირს... ჩემს თავს ვარწმუნებ,რომ ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა..
ფიქრებიდან ტაქსისტის სიტყვები მარკვევს....ტაქსიდან გადმოვდივარ,პირჯვარს ვიწერ და ტაძარში შევდიდარ...
 ვარჩევ ერთ-ერთ კუთხეს სადამდეც სარკმლებიდან შემოსულუ შუქი არ აღწევს. და აი შემოდიხარ შენც მშვენიერ თეთრ კაბაში,საკურთხეველთან შენი მეორე ნახევარი გელოდება.ხელში საუცხოო წითელი ვარდების თაიგული გიჭირავს... ვარდი,შენი საყვარელი წითელი ვარდი...
 მიდიხარ და საკურთხეველთან ჩერდები... ნეტავი იცოდე რა ლამაზი ხარ ამ თეთრ კაბაში,თან სარკმლებიდან შემოსული თითქოს ზეციური შუქი უფრო ლამაზს გხდის... არ შემიძლია ამის ყურება,მაგრამ თავს ძალას ვატან...
 და აი გაისმა სიტყვები "თუ ვინმე ამ ქორწინების წინააღმდეგია ახლავე თქვას"... სურვილი მაქვს გამოვიდე ჩემი "სამალავიდან" და ბოლო ხმაზე ვიყვირო "მეეეე მეეე ვარ ჭინააღმდეგი",მაგრამ არ შემიძლია....
 აი ყველაფერი დამთავრდა კიდეც... ჩვენი თვალები წამიერად ერთმანეთს ხვდება,მაგრამ შენს თავს აბრუნებ,თითქოს ვერც კი შემამჩნიე... მე ნელ-ნელა გიახლოვდები,ვღელავ,მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო... და აი მოგიახლოვდი თავი დავხარე და ყურში გიჩურჩულე "ყოველთვის მეყვარები"... ამის მერე ვბრუნდები,ტაძრიდან გავდივარ და სამუდამოდ ვიკარგები შენი ცხოვრებიდან...

No comments:

Post a Comment